დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყო. მეთორმეტეკლასელებმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გარდა, დრეს გამოცდას ისინიც აბარებენ, ვინც გასულ წელს, გეოგრაფიის საგანში, ატესტატისთვის საკმარისი ქულა ვერ მიიიღო.
ქალაქ ახალციხეში ექვსი საჯარო სკოლაა, მეთორმეტეკლასელთა რაოდენობა კი 304.
პირველი საჯარო სკოლა – 78 მეთორმეტეკლასელი;
მეორე საჯარო სკოლა – 34 მეთორმეტეკლასელი;
მესამე საჯარო სკოლა – 38 მეთორმეტეკლასელი;
მეხუთე საჯარო სკოლა – 117 მეთორმეტეკლასელი;
მეექვსე საჯარო სკოლა – 18 მეთორმეტეკლასელი;
კერძო სკოლა ,,მზექა“ – 19 მეთორმეტეკლასელი.