COVID19
ჭობისხევში მცხოვრებ ახალგაზრდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტს სოფელ ჭობისხევში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, მას განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა და ანალიზის პასუხმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მამაკაცი გაწერილია და თვითიზოლაციის რეკომენდაციით ოჯახში რჩება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლამდე მამაკაცისთვის ჩატარებულმა ტესტმა 14 ოქტომბერს, COVID 19–ზე დადებითი პასუხი აჩვენა. 15 ოქტომბერს განმეორებითი გამოკვლევისას გაირკვა, რომ ტესტის პირველი პასუხი შეცდომა იყო.

როგორც სოფელში ამბობენ, მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია. იგი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა და სავალდებულო ტესტირება ჩაიტარა, რის შემდეგაც საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად, კოვიდმიმღებ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
| Print |