კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს - უკრაინა
კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
სიბიგამ აღნიშნა, რომ საუბარია ატომური სადგურების გადამანაწილებელ მოწყობილობებზე და გადაცემის ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოდ მუშაობისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ატომური სადგური (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური) დაიპყრო და ამით მსოფლიოს აშანტაჟებს.
,,რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ საწყობზე განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხანძარი კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში მდებარე საწყობს გაუჩნდა, რომლის ტერიტორიაზეც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის გადაცემული საბრძოლო მასალაც იყო.
„რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა თავდასხმა ტვერის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზეც განახორციელა.