ფარმა–რჩევები
მრავალძარღვა – “ჯადოსნური” მცენარე ხველის, სიმსივნისა და ტუბერკულოზის სამკურნალოდ
მრავალძარღვა უებარია გაციების, ხანგრძლივი ხველის, სიმსივნეებისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს.   მისი ფოთლების, ღეროებისა და ფესვების შეგროვებით, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების დამზადება შეგვიძლია.

მრავალძარღვას შემადგენლობაში შედის უამრავი მთრიმლავი ნივთიერება. ამგვარი შემადგენლობის წყალობით, მის ნახარშებს, ნაყენებსა და წვენებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს:

მცენარის ახალი წვენი და ფოთლები ჭრილობიდან სისხლდენას აჩერებს, ანთების წარმოქმნას ბლოკავს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მრავალძარღვას წვენი შეუცვლელია წყლულოვანი ანთებებისა და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების დროს - ის აჩქარებს იარებიდან მკვდარი ლეიკოციტებისა და ბაქტერიების გამოდევნას და ქსოვილების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს.

მრავალძარღვას წვენი გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების დაავადებებისას, მას ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს, აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას.

მრავალძარღვას ნახარშები და სიროპი ნახველს ათხიერებს და მისგან ბრონქებს წმენდს. მას მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და გართულებული ყლაპვის დროსაც იყენებენ. ის ეფექტურად სპობს ანთებას, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებსა და ვირუსებს.

ნახარშები და ნაყენები, ასევე, გამოიყენება ძილისმომგვრელ საშუალებად, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომატებულ აღგზნებადობას, კურნავს ნევროზების მსუბუქ ფორმებსა და სხვა სახის ნერვულ აშლილობებს.

აწესრიგებს მომატებულ არტერიულ წნევას, ხსნის შესიებებს, მკურნალობს გულისა და სისხლძარღვების დაავადებებს.

მრავალძარღვას ცოცხალი ფოთლების გარეგანად გამოყენება ძალზე ეფექტურია ჭრილობების, ფურუნკულებისა (ძირმაგარა) და წყლულების სამკურნალოდ. ამისთვის საჭიროა, მცენარის ახალმოკრეფილი ფოთლის ხელით გასრესა და სისხლმდინარე ჭრილობაზე, ნაკაწრზე ან შესიებაზე დადება. ამ დროს, ჭრილობა სრულიად იწმინდება ინფექციებისგან და წყდება სისხლდენა.

მცენარის ფესვები კბილის ტკივილის დროს გამოიყენება - საკმარისია, ფესვები დავსრისოთ და მიღებული ფაფისებრი მასა მტკივან კბილზე დავიდოთ.

ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვა არა მხოლოდ ჭრილობებისა და შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება, არამედ ეფექტურია ისეთი სერიოზული დაავადებების დროს, როგორებიცაა ავთვისებიანი სიმსივნეები, ფილტვების ტუბერკულოზი და უნაყოფობაც კი.

მრავალძარღვას ნაყენებისა და ნახარშების მიღება არ შეიძლება:

ა) თრომბის წარმოქმნისა და სისხლის შედედების მომატებული მიდრეკილებისას;

ბ) კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისა და წყლულის გამწვავებისას;

გ) ინდივიდუალური აუტანლობისა და ალერგიის დროს.

გარდა ამისა, მრავალძარღვას შინაგანი მიღების მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა ან სხვა მცენარეებზე მწვავე ალერგია აღენიშნებათ.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook