ჭინჭრის მარმელადი - ჯანსაღი და გემრიელი დესერტი
ჭინჭრის ტრადიციული რეცეპტები ყველამ კარგად იცის, თუმცა ეს დესერტი არ ისეთი ცნობილია. მარტივად მზადდება და უგემრიელესი მარმელადი გამოდის. ჭინჭარი ბევრ ვიტამინს შეიცავს და ძალიან სასარგებლოა. ამიტომ ჭინჭრის მარმელადი ჯანსაღი დესერტია.
დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4ც.
ინგრედიენტები:
წყალი 100მლ;
შაქარი 100გრ;
ჟელატინი 50გრ;
ჭინჭრის ფოთლები 30გრ (ნორჩი);
ლიმონის წვენი 1ს/კ;
ფორთოხლის წვენი 2ს/კ;
შაქრის პუდრი 30გრ;
ვანილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
100მლ თბილ წყალში გავხსნათ ვანილი და შაქარი. დავამატოთ ჟელატინი, კარგად ვურიოთ, რომ გაიხსნას. ჭინჭარს მდუღარე წყალი გადავავლოთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი, ჟელატინიანი მასა, კარგად ავურიოთ და პატარა ფორმებში გადავანაწილოთ.
შევდგათ მაცივარში, როგორც კი გამკვრივდება, გადმოვიღოთ და შაქრის პუდრა დავაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!