კულინარიული შოუ
ალუჩის საწებელი, რომელიც სუფრიდან მალევე ქრება
ტყემლის საწებელზე არანაკლებ პოპულარული და გემრიელია ალუჩის საწებელიც.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც რომელიც ნებისმიერ კერძს ამშვენებს, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ სეზონზე და სუფრიდან თვალის დახამხამებაში ქრება.
ინგრედიენტები:
- ალუჩა -5 კგ
- ნიორი -3 თავი
- წიწაკა -100 გრ
- დაფქული ქინძი - 100 გრ
- მწვანე ქინძი - 1 კონა
- ომბალო - 1 კონა
- კამა - 1 კონა
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ოდნავ შემწიფებული ალუჩა ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე, რომ ნახევრად ფარავდეს ქვაბს და დავდგათ ქურაზე. ხარშვის დროს დავამატოთ მწვანე მარცვლიანი ქინძი და ასევე მარცვლიანი კამა. რომ მოიხარშება გავაციოთ, გავხეხოთ და ისევ დავდგათ ქურაზე სანამ არ წამოდუღდება.
მიღებულ მასას შევაზავებთ ნივრით, დაღერღილი წიწაკით, დაფქული ქინძით, ომბალოთი და მარილით.
გემრიელად მიირთვით!
გააზიარეთ :