აპოხტის ხინკალი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, რომელიც მესხეთში უძველესი დროიდან მზადდება. აპოხტი გამომშრალი ხორცია, რომელსაც ცომში ათავსებენ და ხარშავენ.
გიზიარებთ აპოხტის ხინკლის რეცეპტს და მომზადების მასტერკლასს ზაზა ივანიძესთან ერთად.
ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი 1კგ.
კვერცხი 1ც.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
აპოხტი 1კგ.
ნიორი და შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
წყალში ჩავყაროთ მარილი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), ცომს ვყოფთ მომცრო გუნდებად, ვშლით ჩვეულებრივად ხინკლის ცომის სისქეზე და დანით ვჭრით ოთხკუთხედ ნაჭრებად, ისეთ ზომებად რომ პატარა, დაახლოებით პილმენების ხელა ხინკლები გამოვიდეს. ვდებთ აპოხტის რამდენიმე პატარა ნაჭერს და ვახვევთ, ისე რომ ღია დარჩეს პატარა ,,პირი''. მომზადებული ხინკლები მოვხარშოთ მარილიან წყალში. მოხარშული ხინკლები ამოვაწყოთ სასურველ ჭურჭელზე, მოხარშულს ზემოდან მოვასხათ კარაქში ან ერბოში მომწვარი ხახვი. (ამ ხინკალთან აუცილებლად მიაქვთ სუფრაზე ნიორწყალი, შავი პილპილი და კარგი არაყი).
შიგთავსის მომზადება: აპოხტი არის დამარილებული და გამომშრალი ხორცი, რომელსაც მესხეთის სოფლებში თითქმის ყველა ოჯახი ამზადებს ზამთარში. აპოხტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (დაახლოებით ქიშმიშის ზომებად), მოვაყაროთ დანაყილი ნიორი, შავი პილპილი და კარგად ავურიოთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.