კულინარიული შოუ
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ვარდის მურაბა
გარდა გამორჩეული სუნის და გემოვნური თვისებებისა, ვარდის მურაბა ძალიან ბევრი სასარგებლო ელემენტებითაც გამოირჩევა. ვარდის მურაბა ხელს უწყობს ყელისა და ბრონქების დაავადებების განკურნებას და მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ყველა სახის ბრონქიტს, ლარინგიტს და ფარინგიტს. ეს მხოლოდ მცირედია იმ თვისებებისა, რაც მას გააჩნია.
გთავაზობთ ვარდის მურაბის უგემრიელეს რეცეპტს, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა.
ინგრედიენტები:
- ვარდის ფურცლები - 500 გრ
- შაქარი- 2 კგ
- წყალი - 3 ჭიქა
- ლიმონი - 2 ცალი
- ვანილი -გემოვნებით
მომზადების წესი:
ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავუმატოთ წყალი და მოვადუღოთ სიროფი. სიროფს ვამატებთ ორ ცალ ლიმონის წვენს და გადმოვდგამთ ქურიდან. გაგრილების შემდეგ ვამატებთ ვარდის ფურცლებს და ვდგამთ ისევ ქურაზე. ხარშვის დროს პერიოდულად ვურევთ და ვაცლით ზედაპირზე დაგროვილ ქაფს. როცა მასა ფაფისებრი და წებოვანი გახდება მურაბა უკვე მზადაა. მზა მურაბას დაუმატეთ ვანილი გემოვნებით, მოათავსეთ ქილებში და მიირთვით გემრიელად!
გააზიარეთ :