კულინარიული შოუ
ებრძვის კიბოს უჯრედებს, მდიდარია ვიტამინებით - დანდურის ფხალის უგემრიელესი რეცეპტი
დანდური საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება. სამზარეულოში მას იყენებენ, როგორც მოხარშულს ასევე ცოცხალს. ამზადებენ სხვადასხვა სალათებს, ასევე ამარილებენ და ამწნილებენ ზამთრისთვის. ძალიან უხდება ხორცეულს.
დანდური ძალიან მარგებელია და მისი გამოყენება საკვებად სასარგებლოა ,ის აძლიერებს იმუნიტეტს ითვლება როგორც ორგანიზმის გამწმენდად , მსუბუქ შაქრის დამწევად და დაბალი წნევის ამწევად. მასში უხვად მოიპოვება A ვიტამინი რომელიც კარგი მხედველობის გარანტია, ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს, მდიდარია როგორც C ვიტამინით ასევე B3 და E ვიტამინებით.
დანდურის შემადგენლობაში შედის: კალიუმი,კალციუმი.რკინა ,თუთია ,ნატრიუმი. ასეთი შემადგენლობის მქონე მცენარე უდავოდ სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. უარყოფით ჩვენება ექნება მაღალწნევიანებში და სიფრთხილეა საჭირო.
გთავაზობთ დანდურის ფხალის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- დანდური -2 კგ;
- ნიორი- 2 თავი;
- წითელი წიწაკა, დაფქული ან დაღერღილი - 1 ჩ/კ;
- ქინძი დაფქული - 1 ჩ/კ;
- ქინძი მწვანე - 1კონა;
- ხახვი - 2 თავი;
- მარილი - გემოვნებით;
- ძმარი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
კარგად გავრეცხოთ დანდური, ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება გადავუწუროთ წყალი და დავკეპოთ წვრილად. გაგრილებული მასას ვუმატებთ ნიორს, წიწაკას, ქინძს როგორც დაფქულს ისე ცოცხალს,ხახვს, მარილს და ძმარს გემოვნებით. დანდურის სალათა მზადაა.
მიირთვით გემრიელად!
გააზიარეთ :