კულინარიული შოუ
წითელი და შავი მოცხარის მურაბა - სეზონის ჰიტი
მოცხარს უძველესი დროიდან მოიხმარენ, განსაკუთრებით მონადირეები. მოცხარი თაფლოვანი უეკლო ბუჩქია.
გვხვდება მისი სამი სახეობა: წითელი, შავი და თეთრი. ხალხურ მედიცინაში იყენებენ დაბალი სიმჟავის გასტრიტის, გულის დაავადების, რევმატიზმის, ასთმური პრობლემებისა და თვით ხვრინვის სამკურნალოდაც.
მოცხარის მშრალი ფოთლების ნახარშს ასმევენ დიათეზით დაავადებულ ბავშვებს, ტოტების ნახარშში კი – მათ აბანავებენ.
გთავაზობთ წითელი და შავი მოცხარის მურაბის უგემრიელეს რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- წყალი
- შაქარი
- შავი მოცხარი
- წითელი მოცხარი
მომზადების წესი:
მოცხარი გავრეცხოთ, გავარჩიოთ და დავაყაროთ შაქარი. როცა წვენს გაუშვებს, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ვაჟინი შესქელდება და კენკრა მოიხარშება. ცხელ-ცხელი მურაბა ქილებში ჩავასხათ.
მურაბა შეგვიძლია მიკროტალღურ ღუმელშიც მოვხარშოთ – შაქარგარეული კენკრა მინის ან სხვა შესაბამისი ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთი ვხარშოთ და შევაგრილოთ. ეს პროცედურა კიდევ 2-ჯერ გავიმეოროთ და ქილებში ჩავასხათ.
მიირთვით გემრიელად!
გააზიარეთ :