კულინარიული შოუ
ღაფამა - სომხური კერძი, რომელსაც სიმღერა მიუძღვნეს
ღაფამა ტრადიციული სომხური კერძია. ძირითადი ინგრედიენტები გოგრა და ტკბილი გულსართია, რომელსაც ბრინჯის, ჩირის, ნიგვზისა და თაფლის ნარევით მზადდება.
უძველესი დროიდან ეს კერძი სომხური საზეიმო სუფრების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ამ კერძს მესხეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების დიასახლისები დღემდე ამზადებენ ახალი წლის, აღდგომის, ქორწილებისა და დაბადების დღეების სადღესასწაულო სუფრებითვის. მას სომხებმა სიმღერაც კი მიუძღვნეს.
კერძის მოსამზადებლად საჭიროა:
- გოგრა - 1 ცალი.
- ბრინჯი – 0,5 კგ.
- გარგრის ჩირი ან ქიშმიში – 100 გ. შესაძლებელია დავამატოთ შავი ქლიანის ჩირიც.
- ნიგოზი – 100 გ.
- შაქარი
- თაფლი
- დარიჩინი
- ცხიმი
პირველ რიგში, გოგრას ყუნწიანი თავი უნდა მოვაჭრათ. ნაყოფი თესლებისგან გავასუფთავოთ და შიდა ზედაპირს შაქარი მოვაყაროთ. სასურველია, გოგრას თხელი კანი ჰქონდეს.
გულსართისთვის ბრინჯი ოდნავ მოვხარშოთ. დავამატოთ ჩირეული, ცხიმში მოხალული ნიგოზი, მწიკვი დარიჩინი და თაფლი. გულსართით ავავსოთ გოგრა.დავაფაროთ მოჭრილი ყუნწიანი ნაწილი და შევდგათ ღუმელში დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ გამოვიღოთ და დავჭრათ. როგორც წესი, ღაფამას ცივად მიირთმევენ.
გააზიარეთ :