კულინარიული შოუ
ლუხუმი - ძველი მესხური კერძი, რომელიც ყველა თაობას თანაბრად უყვარს
მესხურ სამზარეულოში ერბოსა და ცომისგან მომზადებული კერძები სჭარბობს. მათ შორის ერთ-ერთია ლუხუმი, რომლის ძირითადი ინგრედიენტები ფქვილი, საფუარი, წყალი, მარილი და ცხიმია.
ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება 500 გრ. პურის ფქვილი, 1 ს/კ - საფუარი, ცოტა მარილი, წყალი დაახლოებით 2 ჩაის ჭიქა.
ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, წყალი და კარგად ავურიოთ. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან თხელი. დავრროთ გასაფუებლად თბილ ადგილას. გაფუებული ცომი მუჭიდან "ამოვჭრათ'' წყალში დასველებული კოვზით და ჩავაგდოთ დიდი რაოდენობის ცხელ ცხიმში. როდესაც ფერს შეიცვლის გადმოვიღოთ სასურველ ჭურჭელში.
მესხეთში მას ძირითადად ღორის ქონში წვავდნენ. ასეთივე ცომს ზელენ რძით და კვერცხით, ოღონდ უფრო დიდი ზომისებს აკეთებენ, დაახლოებით ქათმის კვერცხის ოდენებს. მას ჭირიხტა ჰქვია.
ლუხუმს ძალიან უხდება შავი მოცხარის ჯემი. ზოგადად ლუხუმს უშაქროდ აკეთებენ და მიირთმევენ თაფლთან ამ რაიმე ტკბილთან ერთად, ან ცხელს აყრიან შაქარს, მაგრამ აკეთებენ შაქრიანსაც.
გააზიარეთ :