67 წლის ელგუჯა ჯოხაძე ქვისგან, ძვლისგან და ხისგან ნამუშევრებს ქმნის.
150-მდე ნამუშევრიდან ხის ფესვებით ექვსი ნივთი აქვს შექმნილი. თვითნასწავლმა ხელოვანმა ხეზე მუშაობა 14 წლის ასაკში დაიწყო.
პირველი ნამუშევარი - მარადისობა“ 90-იან წლებში თურქეთში, მეორე რუსეთში, მესამე კი თბილისში გაყიდა.
ნამუშვრების ნაწილი - გრიგოლ ხანძთელისა და თამარ მეფის ძეგლის ესკიზები, მინიატურები, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ორი წელია ინახება. ხის ფესვებზე მუშაობა, თვალის დაზიანების გამო, შვიდი წლის წინ შეწყვიტა.
ყველაზე ძვირად ნამუშევარი „ვაჟა-ფშაველა“ თბილისში, 15 000$ გაყიდა.
ელგუჯა ჯოხაძეს ხის ფესვებზე მუშაობის გარდა, 400-მდე ლექსი აქვს დაწერილი. ლექსები ძირითადად სიყვარულს, პატრიოტიზმსა და ისტორიას ეხება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.