ახალციხის ქორეგრაფიული ანსამბლების უპერსპექტივო 2020 წელი
21:02 / 22.07.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლისა და საკუთარი საქმის გარეშე დარჩენილი ქორეოგრაფიული ანსამბლები მეხუთე თვეა სახელმწიფოსაგან რეპეტიციების დაწყების ნებართვას ამაოდ ელოდებიან.
მარიამ ვედიაკოვი 15 წელია ცეკვავს. მეორე კურსის სტუდენტს კორონავირუსის გამო რეპეტიციების შეწყვეტა მოუწია. ამბობს, რომ ექვსი დაპაუზებული თვის შემდეგ კუნთები მოუდუნდა, რადგან სახლში ისე ვერ ვარჯიშობს, როგორც ქორეოგრაფთან ერთად დარბაზში. ივნისში დაგეგმილი ფინალური კონცერტისთვის მზადება, სადაც ის შვიდი ცეკვიდან ძირითად ნაწილში სოლოს ასრულებდა, გაურკვეველი ვადით გადაედო.
მარიამის მსგავსად „ლომსიას“ქორეოგრაფიული ანსამბლის 200-მდე და სამეჯლისო ცეკვების 30-მდე მოცეკვავე კორონავირუსის პანდემიის გამო რეპეტიციებისა და გასტროლების გარეშე დარჩა. ,,ლომსიელებისთვის“ ასევე გაუქმდა ბაქოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაგეგმილი სოლოკონცერტები. ქორეოგრაფი ამბობს, რომ მისთვის 2020 წელი უპერსპექტივო და ფინანსურად რთული აღმოჩნდა. ქრისტინე მენაბდიშვილი იმასაც წუხს, რომ კარანტინის პერიოდში ბავშვებმა მოცეკვავისთვის საჭირო ფორმა დაკარგეს, რის აღსადგენადაც თვეებია საჭირო. ანსამბლი ბოლოს ორ ახალ ცეკვაზე მუშაობდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. „ცეკვა მესხური თითქმის დასრულებული გვქონდა, მეორე ცეკვის დაწყებას ვაპირებდით. მზადაც ვიყავით საკონცერტოდ და COVID19-ის გამო შევჩერდით. ყველაზე ძალიან რაც მენატრება ბავშვებთან ურთიერთობა და მუშაობის პროცესია“ - ამბობს ანსამბლ ,,ლომსიას“ ხელმძღვანელი ქრისტი მენაბდიშვილი.
ანსამბლს მოცეკვავეების რვა ჯგუფი ჰყავს. ექვსი ქართულის - აქედან ოთხი საკონცერტო და ორი მოსამზადებელი ჯგუფია, ხოლო სამეჯლისო ცეკვებისთვის ცალკე კიდევ ორი ჯგუფი ფუნქციონირებს: ერთი მოსამზადებელი და ერთიც საკონცერტო.
"ლომსიამ" ქალაქ რუსთავში სპორტული ცეკვების კონკურსში გაიმარჯვა.
ახალი კორონავირუსის გამო, ახალციხეში მოქმედ ქორეოგრაფიულ და სამეჯლისო ანსამბლებს ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ყველა ჩემპიონატი და ფესტივალი გაუუქმდათ. ანსამბლი "მესხეთი" არსებობის 50-წლიან ისტორიას ითვლის. აქედან მეშვიდე წელია ქართული ცეკვის სიყვარულს ახალგაზრდებს ლევან ქიმერიძე აზიარებს. მან გამოსავალი იპოვა და რეპეტიციების ჩატარება ღია სივრცეში გადაწყვიტა. ქორეოგრაფი აპირებს, რომ მოცეკვავეები აბასთუმანში ავარჯიშოს.
„სექტემბრამდე გაჩერებულები ვართ, არც რეპეტიციების საშუალებაა. ამიტომ ღია სივრცეში ვარჯიში გადავწყვიტეთ. ვიფიქრეთ, რომ ქობულეთში წასვლა უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა, ვიდრე აბასთუმანში. თან კურორტი ახლოსაც არის. კარგი ჰაერია და ღია ცის ქვეშ დილა-საღამოს ვარჯიში წაადგება ბავშვებს“ - ლევან ქიმერიძე ამსამბლ „მესხეთის“ ქორეოგრაფი.
კონცერტებსა და ფესტივალებთან ერთად, სამეჯლისო მოცეკვავეებისთვის დაგეგმილი ჩემპიონატებიც გაუქმდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის გეგმის მიხედვით, მაისსა და ივლისში საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გამართულიყო, სადაც ახალციხიდან მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. ელდარ გელაშვილი წლის ბოლოს, ახალციხეში, საახალწლო ღონისძიების გამართვასაც გეგმავდა, სადაც მოცეკვავეები 15-მდე ქვეყნიდან უნდა ჩამოსულიყვნენ. აღნიშნული ღონისძიებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. ელდარ გელაშვილი სამეჯლისო ცეკვებში 15-მდე ბავშვს ამეცადინებს. მასწავლებელი იმედოვნებს, რომ რეპეტიციები სექტემბრიდან აღდგება.
„2019/20 წლის საახალწლო არდადეგებზე არ გავუშვით ბავშვები, რადგან გვსურდა მაქსიმალურად კარგად წარმოგვეჩინა ჩვენი რეგიონი. ასევე ვფიქრობდით, რომ ახალციხეში კონკურსის ჩატარებას, სადაც კონკურსანტები მონაწილეობას მთელი საქართველოდან მიიღებდნენ. მაგრამ პანდემიამ მოგვისწრო და საერთოდ დავიშალეთ“ - გვითხრა სამცხე-ჯავახეთში სამეჯლისო სპორტული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარემ ელდარ გელაშვილმა.
ახალციხეში ოთხი ქორეოგრაფიული ანსამბლი მუშაობს, რომლებსაც ლოდინი მინიმუმ, სექტემბრამდე მოუწევთ. ქორეოგრაფები შიშობენ, რომ 2020 წელი უმძიმესი იქნება როგორც მათთვის, ისე მათი მოსწავლეების მშობლებისთვისაც.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.