აბასთუმნისა და უდის მოსახლეობას გაზის მიწოდება შეუწყდება (R)
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" გაცნობებთ, რომ სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო,
24 დეკემბრის დილის 07:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტში უდესა და აბასთუმნის მაცხოვრებლებს შეუწყდებათ.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ 25 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან 27 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.