გინეკოლოგის კონსულტაცია 50%-იანი ფასდაკლებით - „მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორია (R)
18 სექტემბერს, „მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორიის ახალციხის ფილიალში, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მეან-გინეკოლოგი, გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მინდია იობაშვილი, 50%-იანი ფასდაკლებით,
კონსულტაციებს გამართავს.
აქციის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა და ჯანმრთელობის პრევენციაა. აქციის ფარგლებში, კონსულტაციის მიღებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. საჭიროების
შემთხვევაში, შესაძლებელია შესაბამისი ანალიზების ადგილზე ჩატარება, რაც დამატებით კომფორტს წარმოადგენს პაციენტებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ: ტელ: 598181100
მინდია იობაშვილი: 2012 წლიდან, დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2009 წლიდან დღემდე- მეანობა - გინეკოლოგიის კათედრის მიწვეული პედაგოგია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ექიმთა პოსტ–დიპლომური განათლების სპეციალისტი, უმცროს ექიმთა ლოკალური ხელმძღვანელი. აქვს 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
„მედიქალ ვორლდის“ ლაბორატორია ახალციხის ფილიალში კვლავ გეგმავს არაერთი მაღალკვალიფიციური ექიმის მოწვევასა და კონსულტაციების გამართვას, რათა მოსახლეობისთვის, ხარისხიანი და კვალიფიციური სამედიცინო
მომსახურების მიღება, საკუთარ ქალაქშიც ხელმისაწვდომი იყოს.
თუ ექიმის კაბინეტიდან საჭირო ანალიზების გრძელი სიით გამოხვედით, შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო. რადგან ახალციხეში, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის ფილიალია“, სადაც 200-ზე მეტი სახეობის კვლევის ჩატარებას შეძლებთ, ზუსტად ისეთი ხარისხით, რისთვისაც კილომეტრების გავლა გიწევდათ.
ლაბორატორია სისტემატურად იღებს მონაწილეობას როგორც გარე, ასევე შიდა ხარისხის კონტროლის პროგრამაში. ანალიზების სიზუსტის უზრუნველყოფაში მას ეხმარება RfB (Referenzinstitut für Bioanalytik) გერმანიაში მოქმედი ბიოანალიზის რეფერალური ინსტიტუტი.
გააზიარეთ :