სტუდენტური კონკურსი 20 000 ლარიანი საპრიზო ფონდით სტარტს 18 იანვარს აიღებს (R)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი,
20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდით გაიმართება, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 18 იანვრის ჩათვლით გრძელდება.
ჰაკათონის თემაა: ხელოვნური ინტელექტი და განათლება.
აღნიშნული AI ჰაკათონი არის საინტერესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და ტექნოლოგიური უნარები რომ განახორციელონ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიიღონ 20 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდიდან დაფინანსება. მნიშვნელოვანია ასევე ისიც რომ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ეყოლებათ მენტორები, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას უშუალოდ მუშაობის პროცესში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ ტექნიკურ დავალებას, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ საბოლოო პროდუქტს და შეხვდებიან ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან.
აღსანიშნავია ასევე რომ მარათონის მონაწილეებისთვის BTU-ს MIT - Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში, ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. პარტნიორები კი არიან: საერთაშორისო აიტი კომპანია Devexperts და გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori. ჰაკათონის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
გააზიარეთ :