2015-16 სასწავლო წლის სკოლის გამოცდების განრიგი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დამტკიცდა. გამოსაშვებ გამოცდებს ისინი 12–15 ივნისს ჩააბარებენ.
გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით ასე გამოიყურება: 12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა და 15 ივნისი – ქიმია.
რაც შეეხება პრეტესტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს ჩატარდება.
|