მუგარეთის საარჩევნო უბნიდან პოლიციამ ამომრჩეველი ნარკოლოგიურ განყოფილებაში შესამოწმებლად გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ისე წაიყვანეს, რომ მან ხმის მიცემა ვერ მოასწრო.
ზურაბ ცუცქირიძის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, ამომრჩევლის საპატრულოში გადაყვანა პარტიული ნიშნით მოხდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი პირები. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, პოლიციის მიზანი იყო, რომ მოქალაქეს მათ სასარგებლოდ ხმა ვერ მიეცა.