ადიგენში საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები დაესწრნენ. ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201.000 ლარი დაიხარჯა.
ბაღის რეაბილიტაცია მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც შენობის ნაწილი სიძველის გამო ჩამოინგრა. 2013 წლის დეკემბრის თვიდან საბავშვო ბაღი დროებით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნაქირავებ ფართში გადავიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯი–თი აი“–მ სამშენებლო სამუშაოები 2 თვენახევრის განმავლობაში შეასრულა. ამ დროისთვის ბაღის აღსაზრდელები სწავლას ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში აგრძელებენ.
ადიგენის საბავშვო ბაღში ამ დროისათვის 12 ადამიანია დასაქმებული. აღსაზრდელების რაოდენობა კი 73–ს შეადგენს. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსურველების რაოდენობა იზრდება, თუმცა ფართის სიმცირის გამო, ჯგუფების დამატება ვერ ხერხდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის 8 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აღსაზრდელების რაოდენობა 391–ს შეადგენს.
|