რამდენად მომგებიანია სამცხე–ჯავახეთის ფერმერებისთვის ხახვის მოყვანა – აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგები გააცნეს სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორს ახალციხეში.
შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის შედეგების წარდგენა იყო. კვლევის დროს, ხახვის მოყვანისას გაწეული ხარჯი და მოსავლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დაითვალეს. შედეგებით ირკვევა, რომ რეგიონში აღნიშნული კულტურის მოყვანა, ფერმერებისთვის საკმაოდ შემოსავლიანია.
ENPARD-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს – „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში,“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამნეტი ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის ბენეფიციარი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია.