სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავსტრიელ მწერალს უმასპინძლა. შეხვედრა ლუდვიგ ლაჰერთან პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სასწავლებლის ბიბლიოთეკაში გამართეს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე გაუძღვა. მან რამდენიმე წლის წინ ქართველ მკითხველს ავსტრიელი მწერალი პირველმა გააცნო თარგმანით რომანიდან „შიშველი ნატურა.“
შეხვედრაზე სტუდენტებმა ლუდვიგ ლაჰერის სხვადასხვა რომანიდან და ლექსიდან ნაწყვეტები გერმანულ და ქართულ ენებზე წაიკითხეს.
ღონისძიება პროექტის – „სამი ქვეყანა – ერთი ენა. გერმანული ენის თვე“ – ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ორგანიზება ავსტრიის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაუწიეს.
„დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით იმიტომ მახარებს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი გავიცანი. განსაკუთრებით გამახარა იმან, რომ გერმანიასა და საქართველოს აერთიანებს ერთი რამ, მეტი ინტერესი ჰქონდეთ გერმანული და ავსტრიული ლიტერატურის მიმართ. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ ლიტერატურა. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩემი ნაწარმოებები და ეს იყო ძალიან საინტერესო, რომ უცხო ქვეყანაში ინტერესდებიან ჩემი ლიტერატურით“ – აღნიშნა ლუდვიგ ლაჰერმა.
ლუდვიგ ლაჰერი საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველ მკითხველთან შეხვედრები ახალციხესა და თბილისში გამართა.