ახალციხის სასპორტო სკოლაში „მხიარული სტარტების ფინალი“ გაიმართა. მასში მონაწილეობა ოთხი სკოლის გუნდმა მიიღო. პირველი ადგილისთვის მუსხის, ვალის, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლისა და „მზექას“ გუნდებმა იბრძოლეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველობა 37 ქულით ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე – მუსხის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილს „მზექას“ სკოლა დასჯერდა.
გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს შესაბამისი კატეგორიის მედლები და სიგელები გადაეცათ. პირველადგილოსანი სკოლის გუნდმა კი „მხიარული სტარტების“ თასიც მიიღო.
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს, რომელიც შემოდგომით თბილისში გაიმართება.
„მხიარული სტარტებს“ ორგანიზება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გაუწია. ჩემპიონატი ახალციხეში ქალაქის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|