როგორია მინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
11 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 გრადუსია ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2. ადიგენში დღისით 6 ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 , ღამით მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 -ს, ღამით მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 გრადუსს, ხოლო ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.