უახლოეს დღეებში ახალციხეში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება - სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით კი ძალიან ძლიერი ქარი იქროლებს.
"13-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი სამი დღის პროგნოზი ასეთია:
13 დეკემბერი
დღისით 8, ხოლო ღამით სინოპტიკოსები ვარაუდობენ -4 გრადუსი ყინვას
14 დეკემბერი
დღისით 9, ხოლო ღამით - 1 გრადუსი ყინვა მცირე მოღრუბლულობით
15 დეკემბერი
დღისით 9, ხოლო ღამით - 1 გრადუსი ყინვა, ქარი და მოღრუბლულობაა ნავარაუდევი.