ამინდი
თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა - როგორი ამინდი გველის ახალციხეში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, 22-23 დეკემბერს უმეტესად თოვლის სახით, ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
რაც შეეხება ახალციხეს, 23 და 24 დეკემბერს, მოსალოდნელია ძლიერი ყინვა. ტემპერატურა აქ მინუს 20 გრადუსამდე დაეცემა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.
გააზიარეთ :