სამცხე-ჯავახეთში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ცნობით, 10 თებერვალს სამცხე-ჯავახეთში თოვლია მოსალოდნელი.
ხვალ ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4, ღამით კი მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 3-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 7. ადიგენში დღისით 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 7 არის ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და ღამით მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე მსგავსი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 3, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში გაწვიმდება. ტემპერატურა კი დღისით 9, ღამით 2 გრადუსი იქნება.