როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი იქნება.
სამცხე-ჯავახეთში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 10 და 11 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 და 9 ღამით კი 0 და მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 და 11, ღამით კი მინუს 3 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 9 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 3. ადიგენში დღისით 5 და 5, ღამით მინუს 6 და მინუს 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და 5, ღამით მინუს 8 და მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2 და 2, ღამით მინუს 11 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 5 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 2 და მინუს 2-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4 და 6, ღამით კი მინუს 7 და და მინუს 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 და 6, ღამით კი 0 და 0 გრადუსი იქნება.