ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 7 - 8 იანვარს, საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექია მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, მთასა და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
სააგენტოს ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
იხილეთ სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელი ამინდი: https://bit.ly/3X9mEXA
გააზიარეთ :