-19 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი 10 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2 და ღამით კი მინუს 7 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 2, ღამით კი მინუს 14 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 9. ადიგენში დღისით 0, ღამით მინუს 15 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2, ღამით მინუს 15 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 3 -ს, ღამით მინუს 19 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 17 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით მინუს 2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 4 გრადუსი იქნება.