-17 გრადუსი ღამით - სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელია.
სამცხე-ჯავახეთშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურაკი -17 გრადუსამდე დაეცემა. 26 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 5 და ღამით კი მინუს 3 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5, ღამით კი მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 3, ღამით მინუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2, ღამით მინუს 11 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1-ს, ღამით მინუს 17 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 0, ღამით კი მინუს 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 გრადუსი იქნება.