ხვალიდან ამინდი გაუარესდება - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +6, +11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სამცხე-ჯავახეთშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 28 და 29 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და 8, ღამით კი მინუს 3 და 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 9 და 8, ღამით კი მინუს 6 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 და 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4 და მინუს 2. ადიგენში დღისით 7 და 5, ღამით მინუს 9 და მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 4, ღამით მინუს 7 და მინუს 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 3 და 2-ს, ღამით კი მინუს 9 და მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით ორივე დღეს მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 4 და 3, ღამით კი მინუს 11 და მინუს 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 და 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსი იქნება.