-17 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 18 და 19 თებერვალს ახალციხეში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3, ღამით კი მინუს 12 და მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 და 6, ღამით კი მინუს 4 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 1 და 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 13 და მინუს 5. ადიგენში დღისით 1 და 2, ღამით მინუს 7 და მინუს 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და 2, ღამით მინუს 17 და მინუს 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და 1 ს, ღამით კი მინუს 16 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 და 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1 და 0, ღამით კი მინუს 10 და მინუს 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 და 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 3 და 0 გრადუსი იქნება.