როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 14 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში იწვიმებს, ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 11, ღამით 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12, ღამით 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9-ს, ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 12 გრადუსს, ხოლო ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10, ღამით კი 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.