როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19, ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5. ადიგენში დღისით 16, ღამით 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13-ს, ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.