წვიმა და დაბალი ტემპერატურა - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
6 და 7 მაისს ახალციხეში, ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21, ღამით კი 7 და 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 23 და 22, ღამით კი 6 და 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 და 8. ადიგენში დღისით 22 და 18, ღამით კი 4 და 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 18 და 17, ღამით 1 და 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და 15- ს, ღამით კი 1 და 4 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 და 17 გრადუსს, ხოლო ღამით 8 და 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში ორივე დღეს დღისით 17, ღამით კი 1 და 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 და 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 და 14 გრადუსი იქნება.