როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 9 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და ღამით კი 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 8. ადიგენში დღისით 16, ღამით მინუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11 -ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 13 გრადუსს, ხოლო ღამით 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10, ღამით კი 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.