როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოში 15 მაისიდან შედარებით გამოიდარებს, ხოლო 16 მაისიდან ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 16 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 და ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18, ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 18, ღამით 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით მინუს 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12 -ს, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.