როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 20 და 21 მაისს ახალციხეში იწვიმებს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 -20 და ღამით კი 10 - 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. იწვიმებს ბორჯომშიც. სინოპტიკოსები აქ დღისით 22 - 20 , ღამით კი 11 - 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 - 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 და 9. ადიგენში დღისით 22 - 17, ღამით 9 და 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22 -15 , ღამით 10 - 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 -13-ს, ღამით 8 - 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 19 -17 გრადუსს, ხოლო ღამით 9 - 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 17 -12, ღამით კი 7 - 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 - 22გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი 14 გრადუსი იქნება.