როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს. 23 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 და ღამით კი 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24, ღამით კი 12 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 10. ადიგენში დღისით 21, ღამით 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 19, ღამით 7 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 17 -ს, ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 გრადუსს, ხოლო ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19, ღამით კი 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი იქნება.