როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში 10 ივლისამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 8 და 9 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 27 და 22. ღამით კი 18 და 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 28 და 22, ღამით კი 16 და 18 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 და 22 გრადუსი იქნება, ღამით კი ორივე დღეს 16. ადიგენში დღისით 25 და 21, ღამით 17 და 15 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 24 და 18, ღამით ორივე დღეს 12 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 22 და 18 -ს, ღამით 12 და 10 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 23 და 19 გრადუსს, ხოლო ღამით ორივე დღეს 16 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 22 და 18, ღამით კი 13 და 12 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 32 და 33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 და 20 გრადუსი იქნება.