როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი. 18 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 24 და ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 22, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 9. ადიგენში დღისით 22 ღამით 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20, ღამით 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 -ს, ღამით 5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 გრადუსს, ხოლო ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14, ღამით კი 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი იქნება.