მოსალოდნელია თბური ტალღა, ტემპერატურა კიდევ მოიმატებს - ამინდი რეგიონში
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +39, +41◦C-ს მიაღწიოს.
ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38◦C, მაღალ მთაში +28, +33◦C მდე მოიმატებს.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.
სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი. 10 აგვისტოს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 35 და ღამით კი 19 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 35, ღამით კი 18 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 35 გრადუსი იქნება, ღამით კი 18. ადიგენში დღისით 33 ღამით 20 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 30, ღამით 14 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 28-ს, ღამით 14 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 32 გრადუსს, ხოლო ღამით 19 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 29, ღამით კი 15 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 37 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 25 გრადუსი იქნება.