როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
7 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 27 და ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში იწვიმებს, დღისით 24, ღამით კი 19 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 17. ადიგენში დღისით 24 ღამით 15 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22, ღამით 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 20 -ს, ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 21 გრადუსს, ხოლო ღამით 15 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19, ღამით კი 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 20 გრადუსი იქნება.