მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაცემა - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 9 და 10 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 და 19. ღამით კი 12 და 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19 და 17, ღამით კი 13 და 11 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 22 და 19 გრადუსი იქნება, ღამით 12 და 9. ადიგენში დღისით 19 და 15, ღამით 10 და 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 17 და 13, ღამით 7 და 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 15 და 12 -ს, ღამით 7 და 4 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 და 15 გრადუსს, ხოლო ღამით 10 და 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14 და 10, ღამით კი 8 და 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 24 და 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 და 14 გრადუსი იქნება.