როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
23 და 24 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 26 და 25. ღამით კი 14 და 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 25, ღამით კი ორივე დღეს 13 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ორივე დღეს ტემპერატურა დღისით 26 გრადუსი იქნება, ღამით 11 და 13. ადიგენში დღისით 24 და 23, ღამით 12 და 13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და 20, ღამით 8 და 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 20 და 18 -ს, ღამით ორივე დღეს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 23 და 22 გრადუსს, ხოლო ღამით 13 და 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 20 და 19, ღამით კი 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 24 და 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 და 16 გრადუსი იქნება.