სამცხე-ჯავახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
17 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 13 გრადუსია ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 9 ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8, ღამით 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7-ს, ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 9 გრადუსს, ხოლო ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 7, ღამით კი 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსი იქნება.