როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
11 და 12 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 15 და 17 და ღამით კი 2 და 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 16 და 20, ღამით კი 2 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 და 18გრადუსი იქნება, ღამით 3 და 5. ადიგენში დღისით 9 და 12, ღამით მინუს 1 და 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11 და 14, ღამით მინუს 1 და 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9 და 12-ს, ღამით მინუს 1 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 და 12 გრადუსს, ხოლო ღამით 3 და 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11 და 15, ღამით კი მინუს 3 და 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 და 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 და 8 გრადუსი იქნება.