-5 გრადუსი ყინვა, დროგამოშვებით იწვიმებს - როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე არამდგრადი ამინდი იქნება. ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ყინვაა მოსალოდნელი.
18 და 19 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 და 13 და ღამით კი 0 და 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 და 15, ღამით კი 1 და 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 13 და 14 გრადუსი იქნება, ღამით 1 და 5. ადიგენში დღისით 7 და 8, ღამით მინუს 5 და მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 8, ღამით მინუს 4 და 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5 და 6 -ს, ღამით მინუს 5 და 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 6 და 7 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 და 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 8 და 9, ღამით კი მინუს 5 და 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 13 და 11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 და 7 გრადუსი იქნება.