-5 გრადუსი ყინვა და თოვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
21 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსია ღამით კი 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 5, ღამით კი 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 2 ღამით 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით ითოვებს. ახალქალაქში დღისით მინუს 1, ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 -ს, ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 1, ღამით კი მინუს 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.